როგორ მუშაობს Installments.ge
Installments.ge -ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ნებისმიერი მოქმედი ელ-ფოსტა
ავტორიზაციას შემდეგ გადავდივართ პარამეტრების გვერდზე, სადაც ვავსებთ სასურველი ბანკის პარამეტრებს.
არჩეული ბანკის პარამეტრების შევსების შემდეგ გააქტიურდება განვადება.
განვადების გასაგზავნად მერჩანტის პანელიდან გადავდივართ განვადების გვერდზე და შეგვყავს შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის სახელი/გვარი
- ტელეფონის ნომერი
- პროდუქტის დასახელება
- პროდუქტის ფასი
- რაოდენობა
განვადების პასუხის გასაგებად მერჩანტის პანელში ვირჩევთ შესაბამის ბანკს.
განვადების პასუხის მიღების შემდეგ თითოეულ განაცხადს აქვს პარამეტრების ველი, სადაც გვაქვს ორი ვარიანტი, განაცხადის შენახვა და განაცხადის წაშლა.
შენახვის შემთხვევაში განაცხადი გადაინაცვლებს რეპორტში, სადაც შეგვიძლია განაცხადები გავფილტროთ სტატუსების მიხედვით და დავაექსპორტოთ csv ფორმატში.
ხოლო განაცხადის წაშლის შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.
სმს სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა დავრეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გავივლით ავტორიზაციას და პროფილში ვაწვებით ბმულს "ახალი სათაური".
სათაურის გააქტიურების შემდეგ შევდივართ სარჩევი/პროფილი/ინტეგრაცია და ვაწვებით ღილაკს ახალი API გასაღები.
API გასაღების მიღების გადავდივართ Installments.ge მერჩანტის პანელში და SMS განყოფილებაში ვავსებთ შესაბამის ველებს რომელსაც გვაწვდის smsoffice.ge